თეგებით ძიება
17. 02. 2024 მსოფლიო

მხოლოდ “გეგმა A” გვაქვს - მივაწოდოთ უკრაინას ის, რაც მას სჭირდება - კამალა ჰარისი

მხოლოდ “გეგმა A” გვაქვს - მივაწოდოთ უკრაინას ის, რაც მას სჭირდება, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

„მხოლოდ ერთი „გეგმა A“ გვაქვს - მივაწოდოთ უკრაინას ის, რაც მას სჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ დამატებითი დახმარების პაკეტი მიღებული იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ორი პარტიის კონსენსუსი არსებობს. და უნდა იყოს ჩვენი პასუხი - დავრჩეთ ჩვენს მეგობრებთან… უკრაინის მხარდაჭერის საკითხი საკვანძოა. სუვერენიტეტისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპებში გლობალურ ლიდერად ვრჩებით. გუშინ მკაფიოდ ვთქვი - როდესაც ამერიკის როლზე ვსაუბრობთ, არ შეგვიძლია პოლიტიკური თამაშების თამაში”, - განაცხადა ჰარისმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა