ღრმა სამძიმარს ვუცხადებ მეგობარ და მოძმე ირანელ ხალხსა და მთავრობას, თურქეთი ამ რთულ და სამწუხარო დროს ირანის გვერდით იდგება - ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და ვერტმფრენში მყოფი სხვა ადამიანების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა სამძიმარს ვუცხადებ მეგობარ და მოძმე ირანელ ხალხსა და მთავრობას, განსაკუთრებით კი ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერ ლიდერს, ალი ხამენეის და პრეზიდენტისა და სხვა გარდაცვლილი პირების ოჯახებს. როგორც კოლეგა, რომელიც პირადად ვიყავი ირანელი ხალხისა და მთელი ჩვენი რეგიონის მშვიდობისკენ მიმართული მისი ძალისხმევის მოწმე, მე ვიხსენებ ბატონ პრეზიდენტს პატივისცემითა და მადლიერებით.
თურქეთი ამ რთულ და სამწუხარო დროს მეზობელი ირანის გვერდით იდგება, როგორც ეს არაერთხელ გაგვიკეთებია“, – ნათქვამია ერდოღანის განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდნენ, რა დროსაც მათმა ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა.
ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ ვერტმფრენში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.