თეგებით ძიება
28. 11. 2024 მსოფლიო

ახალშობილი 3 წლის განმავლობაში, უჯრაში ჰყავდა დამწყვდეული - სასამართლომ გოგონას დედას 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

დიდ ბრიტანეთში, ქალი, რომელსაც გოგონა დაბადების შემდეგ, 3 წლის განმავლობაში, კარადის უჯრაში ჰყავდა დამწყვდეული, დააკავეს და "განსაკუთრებული გულგრილობისთვის" 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პროკურორები განმარტებით, გოგონამ არ იცოდა, როგორი იყო დღის შუქი და არასდროს არ ყოფილა გარეთ. ის მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც სახლში მყოფმა სტუმარმა მისი ტირილის ხმა გაიგო.

პოლიცია, გოგონას უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვინაობას არ ასახელებს. გოგონას დედამ, სასამართლო სხდომაზე, მის წინააღმდეგ წარდგენილი ბავშვზე ძალადობის ოთხი ბრალდება აღიარა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა