თეგებით ძიება

ივანიშვილმა ქართველებს მოსთხოვა დამპყრობლისთვის ბოდიშის მოხდა. ამ სირცხვილს ჩვენ კარგა ხანს ვერ ჩამოვირეცხავთ - მიხეილ სააკაშვილი

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც მან საქართველო აგვისტოს ომის დაწყებაში დაადანაშაულა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე ისაუბრა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა:

"გუშინ ივანიშვილმა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატი ჩაიდინა. საქართველოს ჰყოლია მოღალატე ფეოდალები, ჰყოლია ორჯონიკიძეები, მაგრამ არასდროს არ ჰყოლია მოღალატე მმართველი პირველი პირი. თავისი გამოსვლით მან გაამართლა რუსეთის თავდასხმა, ადამიანების განადგურება, სოფლების მიწასთან გასწორება.

ნაცვლად იმისა, რომ მას რუსეთისგან ბოდიშის მოხდა მოეთხოვა იმ უბედურებისთვის, რაც მათ ჩვენს ქვეყანას დაატეხეს თავს, მან ქართველებს მოსთხოვა დამპყრობლისთვის ბოდიშის მოხდა. ამ სირცხვილს ჩვენ კარგა ხანს ვერ ჩამოვირეცხავთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს ღირსეულ პასუხს გასცემს ამ უპატიებელ ღალატს!"- წერს მიხეილ სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა