"ჩემი ძმის მკვლელები ოსები, არასოდეს, იქნებიან ჩემი დები და ძმები ვერ ვაპატიებ ჩემი ძმის ასე წამებრივ სიკვდილს" - აგვისტოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის და
"ჩემი ძმის მკვლელები ოსები, ოსები არასოდეს, არასოდეეეეეეეს იქნებიან ჩემი დები და ძმები. არასოდეეეეეეს. არ ვარ მიმტევებელი, ვერ ვიქნები, ვერ ვაპატიებ ჩემი ძმის ასე წამებრივ სიკვდილს, ვერ ვაპატიებ საწოლზე მიჯაჭვულ გამწარებულ დედას, ვერ ვაპატიებ ობლად დარჩენილ შვილებს. ვერ და არ, არასოდეს, არასოდეეეეს. მეც მესროლეთ ჯობია!!!!
დღეს ჩემი ძმის ორი ვაჟკაცი, რომლებსაც შეეძლოთ სწავლა ევროპაში გაეგრძელებინათ, უზრუნველი მომავლით, ჩვენი ხვეწნის მიუხედავად არ დატოვეს ქვეყანა, ორივენი პირველი და მეორე კურსის იუნკერები არიან, ისინიც დაუფიქრებლად გაივლიან იმ გზას რაც მათმა მამამ გაიარა, ისინი მამის და სამშობლოს სიყვარულის გზას აგრძელებენ, თავიანთი სურვილით და გადაწყვეტილებით…" - წერს აგვისტოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის და სოფო სოფრომაძე სოციალურ ქსელში.