თეგებით ძიება
28. 12. 2024 მსოფლიო

ტრაგედია მაროკოს სანაპიროსთან - ნავის ჩაძირვის შედეგად 69 ადამიანი დაიღუპა

მაროკოს სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად 69 ადამიანი დაიღუპა. ისინი დასავლეთ აფრიკიდან, კერძოდ კი მალიდან ესპანეთში მიემართებოდნენ, - იუწყება BBC.

ნავში სულ 80 ადამიანი იჯდა, აქედან 11 გადარჩა. სეპარატისტული მოძრაობები, არეულობა, არასტაბილური მდგომარეობა, უმუშევრობა და კლიმატის ცვლილება - ის ძირითადი მიზეზებია, რომლის გამოც მალის მოსახლეობა სხვა ქვეყნებში მიგრაციას ცდილობს.

ესპანეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ჰუმანიტარული ორგანიზაციის Caminando Fronteras-ის მონაცემებით, 2024 წელს 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რომელიც აფრიკიდან ესპანეთში გადასვლას ნავით ცდილობდა. ორგანიზაციის მონაცემებით, ამ მარშრუტის გადაკვეთისას, დღეში დაახლოებით 30 ადამიანი იღუპება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა