რაშია საქმე, ნუთუ საქართველოს ევროინტეგრაცია ლგბტ პროპაგანდაზე გადის? - ზურაბ ქადაგიძე
პარტია "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს:
ჯოზეფ ბორელმა მოგვიწოდა, გავაუქმოთ კანონი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის თაობაზე. იქამდე "ჰიუმან რაითსმა" მოგვიწოდა იგივე, იქამდე გერმანიის, დანიის და სხვა ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა მოგვიწოდეს...
ამბობენ, რომ ადამიანის უფლებები იზღუდება, მაგრამ ვერავინ შედის ამ მსჯელობის სიღრმეებში მარტივი მიზეზის გამო - არაფერი არ იზღუდება, ეს მოგონილი მიზეზებია, ჩვენს ქვეყანაზე შარის მოსადებად.
მაშინ ისმის კითხვა - რაშია საქმე, ნუთუ საქართველოს ევროინტეგრაცია ლგბტ პროპაგანდაზე გადის? ვისურვებდი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ღიად, პირდაპირ დაუსვას შეკითხვა ბორელს, დანიგანს, სტანოს და ყველა იმ ევრობიუროკრატიის წარმომადგენელს, რომელიც საქართველოს ამუნათებს. ვიკითხოთ - თუ საქართველოში დაშვებული იქნება ლგბტ პროპაგანდა, ევროკავშირთან ინტეგრაცია დაჩქარდება?
და თუ ამ კითხვაზე პასუხი გვეცოდინება, მაშინ ჩვენ, ქართველები თავად გადავწყვეტთ, რა გზით გააგრძელებს სვლას საქართველო! - წერს ქადაგიძე.