თეგებით ძიება

შეთანხმების ჩაშლაზე პასუხისმგებლობა ამ ეტაპაზე, ჩემი აზრით, "ლელოს" და მის ლიდერებს ეკისრებათ - ირაკლი მელაშვილი

პარლამენტის ყოფილი წევრი, ირაკლი მელაშვილი ორბელიანების სასახლეში "ძლიერი საქართველოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას შორის მიმდინარე მოლაპარაკებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

საკითხი არის მარტივად და არ ჭირდება ამ სიმართლეს პატრიოტული რიტორიკით შენიღბვა. როცა ორი, ყველა კრიტერიუმით თანაბარ წონიანი სუბიექტი ჯდება  მოლაპარაკების მაგიდასთან, ამ დროს ერთი მეორეს არა თანასწორ პირობებზე გაერთიანებას, არამედ  მომავალ კოალიციაში თავისთის 80 % საკონტროლო პაკეტის დატოვებას, ხოლო პარტნიორს 20 %-ს სთავაზობს, ეს ჩემი აზრით აპრიორი არის მოლაპარაკების ჩაშლისკენ გადადგმული ნაბიჯი. მითუმეტეს პოლიტიკაში ბიზნესიდან მოსული ადამიანებს ეს კარგად უნდა ესმოდეთ. იმ სფეროშიც კი ასეთი პირობებით გარიგების დადება წარმოუდგენელია.  ამიტომ მოლაპარაკების მაგიდაზე აშკარად არასამართლიანი წინადადებებით დაჯდომა, რომელიც აპრიორი იცი, რომ მიუღებელი იქნება, მხოლოდ მოლაპარაკების ჩაშლას  ნიშნავს. ამიტომ ამ შეთანხმების ჩაშლაზე პასუხისმგებლობა ამ ეტაპაზე ჩემი აზრით "ლელოს" და მის ლიდერებს ეკისრებათ.

ამ დროს, როცა კოალიციას შექმნაზე თანხმობის სანაცვლოდ შენი წონის შეუსაბამო დიდ წილს თავად ითხოვ, კიდევ სხვას მოუწოდო ახლა ქვეყნისთვის ამბიციები უკან გადავწიოთო, რა დროს ასეთ საკითხებზე კამათიაო, რასაც გეუბნებით ის მიიღეთო, ნუ არცთუ სწორი საქციელია, ურბილესად რომ ვთქვა, არაადექვატურად ურბილესად. 

შედეგი ასეთი საქციელის ჩემი აზრით იქნება მძიმე. აქ იმაზე არ ვსაუბრობ,  ამ მოლაპარაკების ჩაშლის შედეგად შეძლებს თუ არა "ძლიერი საქართველო " ბარიერის გადალახვას, არ ვიცი შეიძლება შეძლოს კიდეც. მე ვსაუბრობ იმაზე, ექნება თუ არა ამ გაერთიანებაში შემავალ სუბიექტებს პარლამენტში გასვლის შემთხვევაში პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა. ჩემი აზრით პოლიტიკაში ყოფნის მთავარი ამოცანა არა სადმე შესვლა ან ვერ შესვლა,  სწორედ პოლიტკურ პროცესზე გავლენის მოხდენა უნდა  იყოს.  "ძლიერი საქართველო" ამ მოლაპარაკების ჩაშლით ჩემი აზრით ამ შესაძლებლობას მინიმუმამდე იმცირებს, თუ არ იკლავს ამ შესაძლებლობას. იმედია "ძლიერი საქართველოს" წევრები ამას მიხვდებიან

იმედია მიხვდებიან! - წერს ირაკლი მელაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა