ნახეთ, რა სიმღერით წარსდგება თორნიკე ყიფიანი ევროვიზიაზე
უკვე ცნობილია თუ, რა სიმღერით წარადგენს ევროვიზიაზე საქართველოს თორნიკე ყიფიანი. კლიპის პრეზენტაცია პირველი არხის დილის გაცემაში „ახალი დღე“ გაიმართა. სიმღერის სახელწოდება - Take Me As I Am.
სიმღერისა და ტექსტის ავტორი თავად მომღერალია. არანჟირებაზე თორნიკე ყიფიანმა ალეკო ბერძენიშვილთან ერთად იმუშავა, რომელიც მარიკო ლეჟავასთან და მარიამ შენგელიასთან ერთად მისი ბექვოკალია.
ევროვიზიის სიმღერის 65-ე კონკურსს 12, 14 და 16 მაისს როტერდამი მასპინძლობს. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მაყურებლის წინაშე 14 მაისს წარდგება.