პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ. ამის თაობაზე „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ცხინვალის მედიის ცნობით, ხელშეკრულება სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიწოდების წესებს განსაზღვრავს. მხარეები ვალდებულები არიან, რომ მეორე მხარეს ისეთივე სამხედრო პროდუქცია მიაწოდონ, როგორსაც საკუთარ შეიარაღებულ ძალებს აწვდიან.
ხელშეკრულება რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის „სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ “ ცხინვალში, 2023 წლის 23 აგვისტოს იყო ხელმოწერილი.