გაკვეთილის არევა უნდა იმას, ვინც გაკვეთილი არ იცის - ლადო კახაძე
“ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლადო კახაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა. მან ამის შესახებ XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.
ლადო კახაძე პარლამენტის უხუცესი წევრია, რომელიც დღევანდელ სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.
ის ამბობს, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი პირველი თუ პარლამენტის არ მოწვევა სხდომის ჩატარებას ხელს არ უშლის.
"საქართველოს კონსტიტუციას არის ერთ-ერთი თანამედროვე და ძალიან კარგი კონსტიტუცია, რომელიც შესაშურად მიმზიდველია სხვა ქვეყნებისთვისაც კი საერთაშორისო ასპარეზზე.
ვამაყობ, რომ კონსტიტუციის ნებელობას აღვასრულებ დღეს სხდომის გახსნასთან დაკავშირებით", - თქვა ლადო კახაძემ.
მისივე მტკიცებით, ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე დავალებას რამდენიმე დღეში მიიღებს.
"ნახავთ, ამ სხდომის დამთავრებიდან რამდენიმე დღეში, რა დავალებას მიიღებენ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლა არ შესვლასთან დაკავშირებით, შემოვლენ...
მე ვარ ექიმი, ბევრი თაობის მომსწრე, ამიტომ ერთ რამეს გეტყვით გარე არეულობა რომა ამასთან დაკავშირებით. გაკვეთილის არევა უნდა იმას, ვინც გაკვეთილი არ იცის. ხელისუფლება, რომელიც 12 წელიწადია დიდი პრობლემების მოგვარების გზაზე სწორად მართავს ქვეყანას, იმან გაკვეთილიც იცის, ასოცირების ხელშეკრულების 50%-იც შეასრულა, კიდევ 90%-ს შევასრულებთ 2028 წლისთვის და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით უპირატესი იქნება",- ამბობს კახაძე.