თეგებით ძიება
09. 03. 2020 ვიდეო

ბორკილებდადებული რონალდინიო საპატიმროში გადაჰყავთ (ვიდეო)

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო თავის ძმასთან ერთად პარაგვაიში დააკავეს. მიზეზი ყალბი საბუთები გახდა, რომლითაც ფეხბურთელი და მისი ძმა ქვეყნის შიგნით გადაადგილდებოდნენ.

დაკავების ორდერი პარაგვაის პროკურორმა გამოწერა. ფეხბურთელი ძმასთან ერთად უკვე გადაიყვანეს საპატიმროში. ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ძმებს 6-თვიანი წინასწარი პატიმრობა ემუქრებათ, რადგან როგორც გამომძიებელი ამბობს, მათი გათავისუფლების შემთხვევაში მიმალვის საფრთხე არსებობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა