თეგებით ძიება

“პარლამენტი ჩემი გასართობი კაცებით გადაივსო, ნაკლები მეკადრებოდა?!” - იუნა შაფათავა

ამერიკაში მცხოვრები სკანდალური მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში მორიგ სკანდალურ პოსტს აქვეყნებს, სადაც მის ყოფილ პარტნიორებს ირიბად იხსენიებს.
„მადლობა, პარლამენტს ჩემი ყოფილი გასართობი ბიჭებით გადავსებისთვის… მოკლედ, საყვარელო თანამემამულეებო, მანდ არაფერი მჭირდება, თუ ვინმეს რამე გაგიჭირდათ და არ ან „ვერ“ კეთდება საქმე, პარლამენტს მიადექით სიტყვებით:აი იმ „იუნა შაფათავას“ ახლობელი ვარ…არ შეცდებით, პირველზე თუ არა, მეორე-მესამე მისვლაზე ჩემს რომელიმე ყოფილ „playboy-ს“ გაარტყამთ და შეგისრულებთ სათხოვარს (გარანტირებული!) .ვკითხულობ სიას და წარსულის მოგონებებზე მეღიმება, წარსულიც ასეთი უნდა ჰქონდეს ქალს…მიხარია, რომ „ნაცების“ „კრუგავოიზე“ ბო@ების ნათრევი კაცები არ არიან, ექსკლუზივია ყველა, ხელით ნარჩევი, ნალოლიავები…ისე კი, მითხარი, ვისთან ერთობი და გეტყვი, ვინ ხარ შენ!აბა რააა! ნაკლები მეკადრებოდა? სულ მჯეროდა თქვენი! მაგრამ ვაი, რომ ჩემი „რეპუტაცია“ „რთულია“ და თქვენი ყველასი – „უზადოა“.კი გამიჩნდა იმედი, რომ უკეთესობისკენ წავა საქმე…. ზოგ მუთაქას კაი პანჩური მოხვდება….წარმატებებს გისურვებთ, მართლა ძალიან გამიხარდა და იმედია ხალხს მოუსმენთ და კეთილსინდისიერად ემსახურებით სამშობლოს!“ – წერს შაფათავა „ფეისბუქზე“.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა