თეგებით ძიება

ტესტის პასუხი შეეშალათ, ადამიანი დგას ქუჩაში და აღარ იცის როგორ მოიქცეს – მაია სტეფნაძე

სოციალურ ქსელში „ტვ პირველის” წამყვანი მაია სტეფნაძე თანამშრომელზე წერს, რომლის ოჯახის წევრს Covid-19-ზე ანალიზის პასუხი ჯერ შეცდომით მიეწოდა, მას შემდეგ კი, რაც ვირუსი დაუდასტურდა, მასთან კონტაქტში მყოფი მეუღლე რამდენიმე საათია, ქუჩაში ელოდება სასწრაფო დახმარების ბრიგადას…

„ტვ პირველის თანამშრომლის მეუღლეს ტესტის პასუხი უარყოფითი მოუვიდა. ჩვენი თანამშრომელი დღეს მშვიდად მოვიდა სამსახურში და შეხება ჰქონდა ბევრ ჩვენთაგანთან.

ამასობაში გაირკვა, რომ ტესტის პასუხი შეეშალათ და ცოლს კოვიდი დაუდასტურდა. ამის მერე იწყება მთავარი: ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე გასვლა შეუძლებელია, სასწრაფო 5 საათია არ მოდის, ეს ადამიანი დგას ქუჩაში და აღარ იცის როგორ მოიქცეს. ვინმე გვეტყვით რა გააკეთოს?” – წერს მაია სტეფნაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა