თეგებით ძიება

“რა შეურაცხყოფა მოგაყენეთ ისეთი, რასაც მე მაყენებთ?” – თამუნა ლეკვეიშვილს ზესტაფონელები აბულინგებენ

“შაბათის შოუს” მსახიობი, თამუნა ლეკვეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გასულ შაბათს, ზესტაფონელებზე გაკეთებული სკეტჩის გამო, ზესტაფონელების ბულინგის მსხვერპლი გახდა. მოცემულ სკეტჩში ის მთაწმინდაზე გათხოვილი ზესტაფონელი რძალია, რომელსაც სტუმრად ჩამოსდის ძმა.

აი, რას წერს ლეკვეიშვილი “ფეისბუქზე”.

თამარ ლეკვეიშვილი: – ბულინგი იუმორისტული სკეტჩის გამო:))

რა შეურაცხყოფა მოგაყენეთ ზესტაფონელებს ისეთი, როგორსაც თქვენ მაყენებთ პირადად მე და ჩემს ოჯახს?

ზესტაფონელები არ ვართ ისეთები, როგორიც სკეტჩში გამოგვიყვანეო. აბა ასეთები ხართ??? ⬇️

შეგახსენებთ, საუბარია არა რაიმე დოკუმენტურ ფილმზე, არამედ იუმორისტულ სკეტჩზე, სადაც ყველა პერსონაჟი უტრირებულია.

პ.ს. ამ გამონაკლისების გამო ჩემი დამოკიდებულება ჩემი ქალაქის მიმართ ვერ შეიცვლება. სულ მეყვარება ჩემი ბავშვობა…ზესტაფონი.

მსახიობი სკეტჩისგან გაღიზიანებული ზესტაფონელების “სქრინებსაც” აქვეყნებს.

“რა შეურაცხყოფა მოგაყენეთ ისეთი, რასაც მე მაყენებთ?” – თამუნა ლეკვეიშვილს ზესტაფონელები აბულინგებენ


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა