“გულს მტკენს, რომ ვერ უკავშირდებიან ოჯახის ექიმს“ - მედიკოსი კორონავირუსით ინფიცირებულებს უფასო მომსახურებას სთავაზობს
ოჯახის ექიმი კორონავირუსით ინფიცირებულებს უფასო მომსახურებას სთავაზობს, ამის შესახებ თამარ ცანავა სოციალურ ქსელში , საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, წერს. სერთიფიცირებული პედიატრი მზადაა სრულიად უსასყიდლოდ აღმოუჩინოს სამედიცინო დახმარება იმ ადამიანებს , ვინც ბინაზე მკურნალობს.
"ძალიან სწრაფად იცვლება მოვლენები კოვიდთან დაკავშირებით... გულს მტკენს, როცა მესმის, რომ ვერ უკავშირდებიან ოჯახის ექიმს, ცხელ ხაზს... ვფიქრობ შევძლებ ზოგიერთი თქვენგანის დახმარებას თუ არ გაქვთ დროული რეკომენდაციები. ვარ სერტიფიცირებული ოჯახის ექიმი და 35 წლიანი გამოცდილების მქონე პედიატრი.
იქნებ სხვებმაც მომბაძონ და დავეხმაროთ საჭიროების მქონე პაციენტებს. სატელეფონო კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დამირეკოთ 599 10 66 29, თუ ვინმეს არ გაქვთ ანგარიში რომ დამირეკოთ, მომწერეთ პირადში და მე გადმოგირეკავთ" - წერს თამარ ცანავა სოციალურ ქსელში.
წყარო:newposts.ge