5 წლის გოგო ამბობს, რომ მასზე სექსუალურად 7 წლის მეზობელმა ბიჭმა იძალადა
5 წლის გოგონა 7 წლის ბიჭისგან სავარაუდო სექსუალური თავდასხმის მსხვერპლი გახდა. შემთხვევა ინდოეთის ერთ–ერთ ქალაქში მოხდა და ინფორმაციას ამის შესახევ ოფიციალური უწყება ავრცელებს.
როგორც ბავშვი იხსენებს, ის სახლის ტერასაზე თამაშობდა, რა დროსაც ბურთი გაუგორდა და მეზობლის ეზოში გადავარდა. ბავშვის თქმით, როდესაც ის თავისი ბურთის მოსაძებნდა მეზობლის ეზოში გადავიდა, სწორედ მაშინ დაესხნენ თავს.
გოგონას დედამ სამართალდამცავ უწყებას მიმართა და სავარუდო თავდასხმის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ მისმა ქალიშვილმა „მეზობლის ბიჭი გამოიჭირა“.
ეჭვმიტანილი ამ დროისათვის თავის მშობლებთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ სასამართლო პროცესამდე ის სამართალდამცავ უწყებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
ინდოეთის კანონის მიხედვით, შვიდი წელი არის მინიმალური ასაკი, როცა ბავშვი შეიძლება დანაშაულში მხილებულ იქნეს და გასამართლდეს. თუმცა, 12 წლამდე ასაკის ბავშვები შესაძლოა რეაბილიტირებულნი იყვნენ თუ დამტკიცდა, რომ მათ ვერ გაიაზრეს საკუთარი ქმედება დანაშაულის ჩადენის მომენტში.
სავარაუდო თავდასხმა 12 ოქტომბერს მოხდა, ინდოეთის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ შტატ უტტარ–პრადეშში.
წყარო:newposts.ge