ახლა მთავარია ნიღბიანი პირი “ნაცი” არ აღმოჩნდეს - ნანუკა ჟორჟოლიანი
"ერთიანი ნაციონაალური მოძრაობის" სამტრედიის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიარაღებულ თავდასხმას სოციალური ქსელიდან ეხმიანება.
"საქართველოს მთავრობა - თუ ამ ყველაფრის ეთერში ჩვენება არ შეიძლება, რატომ არ ატოვებინებთ ტერიტორიას ჟურნალისტებს. მერე ჟურნალისტების დადანაშაულება არ დაიწყოთ. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.
პ.ს. ახლა მთავარია ნიღბიანი პირი “ნაცი” არ აღმოჩნდეს და ეს ყველაფერი წინასაარჩევნო ტრიუკი.
და ყველაზე მთავარია, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდეს!" - წერს ჟორჟოლიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.