60 წლიანი ქორწინებისა და 215–დღიანი განშორების შემდეგ, მოხუცი წყვილი ერთმანეთს კვლავ შეხვდა – ემოციური ვიდეო
მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს – კორონავირუსის გამო წყვილებს ერთმანეთთან განშორება უწევთ. სწორედ ამ მიზეზის გამო 60 წლიანი ქორწინების შემდეგ, ამერიკელმა მოხუცმა წყვილმა 215 დღე ერთმანეთი ვერ ნახა. თუმცა, BBC იუწყება, რომ ისინი ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ.
ჯოზეფ ლორეტს კორონავირუსი მიმდინარე წლის მარტში დაუდგინდა და მან სამედიცინო დაწესებულება 215 დღე გაატარა, ახლა კი კვლავ დაუბრუნდა მოხუცთა თავშესაფარს, სადაც ცოლი, ივ ლორეტი ელოდა.
Watch the moment this married couple of 60 years was reunited after spending 215 days apart ❤️???? pic.twitter.com/duzdNZK3Hb— NowThis (@nowthisnews) October 20, 2020
წყარო:newposts.ge