თეგებით ძიება
22. 10. 2020 მსოფლიო

"ჰომოსექსუალებს აქვთ უფლება, რომ ცხოვრობდნენ ოჯახში. ისინი უფლის შვილები არიან"- რომის პაპი ფრანცისკე

რომის პაპმა , ფრანცისკემ სოლიდარობა გამოხატა ჰომოსექსუალების მიმართ და განაცხადა და აგრეთვე მხარი დაუჭირა ერთსქესიანთა სამოქალაქო კავშირებსაც. მისი თქმით, სექსუალური უმცირესობები „ღვთის შვილები“ არიან და მათ აბსოლუტური უფლება აქვთ, იყვნენ ოჯახებში.

აღნიშნულის შესახებ პაპმა მასზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში ისაუბრა, რომლის პრემიერაც რომის კინოფესტივალზე შედგა.

ფილმი იხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა გარემო, სიღარიბე, მიგრაცია, რასობრივი და სოციალური უთანასწორობა, აგრეთვე მოთხრობილია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ძალზე ხშირად დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან ხოლმე.

ფრანცისკეს თქმით, არც ერთი ადამიანი არ უნდა გააგდონ ოჯახიდან იმის გამო, რომ ისინი სექსუალური უმცირესობის წარმოამდგენლები არიან- „ ჩვენ უნდა გვქონდეს სამოქალაქო კავშირის კანონი, რომლის ფონზეც ისინი იქნებიან დაცულნი“.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა