ექვსი შვილიშვილის ბებიამ, 82 წლის ენ ჯონსმა ღაზის დასახმარებლად ველორბოლა მოაწყო
82 წლის ბრიტანელმა ენ ჯონსმა ღაზის დასახმარებლად ველომარათონით ტურ დე ფრანსის ერთ-ერთ ურთულეს მარშრუტზე, მონ ვანტის მთაზე რბოლა მოაწყო.
„ბიბისის“ ცნობით, ექვსი შვილიშვილის ბებიამ უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ამოს თრასთისთვის“, რომელმაც ღაზის დასახმარებლად კამპანია წამოიწყო, 13 000 ფუნტი სტერლინგის მობილიზება შეძლო. ენ ჯონსმა 20 კმ მანძილი დაფარა და ზღვის დონიდან 1910 მ სიმაღლეზე ასვლას წვიმის, სეტყვისა და ნისლის პირობებში ექვსი საათი მოანდომა.
„11 000-ზე მეტი პალესტინელი ბავშვი დაიღუპა. 11 000 ძალიან ბევრია, ისევე როგორც ძალიან ბევრია თითოეული მოკლული ისრაელელი ბავშვი“, – განაცხადა ენ ჯონსმა.