აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 15 თებერვალს გაიმართება - გადაწყვეტილება დე ფაქტო პარლამენტმა დღეს, 28 ნოემბერს სხდომაზე მიიღო.
აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტი ასლან ბჟანია, რომელმაც თანამდებობა ოპოზიციის პროტესტის ფონზე დატოვა, თავის კანდიდატურას რესპუბლიკის მეთაურის მომავალ ვადამდელ არჩევნებზე წარადგენს. ამის შესახებ ექს-პრეზიდენტმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.