თეგებით ძიება
27. 11. 2024 მსოფლიო

ისრაელმა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაკავების ორდერების გაცემის შესახებ გაასაჩივრა

ისრაელს ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაკავებისთვის ჰააგის სასამართლოს ორდერების წინააღმდეგ საჩივარი შეაქვს. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ისრაელმა გაასაჩივრა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგის სასამართლოს) გადაწყვეტილება გაეცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერები.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის მიერ შეტანილი საჩივარი “დეტალურად ამხელს რამდენად აბსურდული იყო დაკავების ორდერების გაცემა და რამდენად აკლია რაიმე ფაქტობრივი ან იურიდიული საფუძველი”.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რომ თუ ჰააგის სასამართლო უარყოფს ისრაელის საჩივარს ეს მხოლოდ “ხაზს გაუსვამს ისრაელის მეგობრებისთვის აშშ-სა და მსოფლიოში, რამდენად მიკერძოებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ისრაელის წინააღმდეგ”.

ცნობისთვის, 21 ნოემბერს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის დაკავების ორდერი გასცა. მათ ბრალდებად ომის კრიმინალი და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული — ღაზაში არსებული ომის სახით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა