აშშ მოუწოდებს უკრაინას, რომ გასაწვევი ასაკი 18 წლამდე დაწიოს - Reuters
აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა განიხილოს გასაწვევი ასაკის 18 წლამდე დაწევა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ უკრაინა არ ამზადებს და არ ახდენს საკმარისი რაოდენობის ახალი ჯარისკაცების მობილიზაციას.
„ახლა ცოცხალი ძალის საჭიროებაა. რუსებს რეალურად აქვთ პროგრესი [ბრძოლის ველზე], მდგრადი პროგრესი აღმოსავლეთში და ისინი [უკვე] იწყებენ უკრაინული ხაზების უკუგდებას კურსკში. მობილიზაციამ და მეტმა ცოცხალმა ძალამ შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინოს“, - აღნიშნა აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.