თეგებით ძიება

პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა

პარ­ლა­მენ­ტმა მთავ­რო­ბას ნდო­ბა გა­მო­უ­ცხა­და.

გა­ნახ­ლე­ბულ­მა მი­ნის­ტრმა კა­ბი­ნეტ­მა პარ­ლა­მენ­ტის ნდო­ბა 84 ხმით, ერ­თხმად მი­ი­ღო, რის შემ­დე­გაც სა­ხელ­მწი­ფო ჰიმ­ნი შეს­რულ­და.

პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე თავ­და­პირ­ვე­ლად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე წარ­დგე­ნი­ლი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე გა­მო­ვი­და, რო­მელ­მაც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებს სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მა გა­აც­ნო. ამის შემ­დეგ სი­ტყვით უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე გა­მო­ვი­და.

პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე კი­თხვე­ბი კო­ბა­ხი­ძის მი­სა­მარ­თით არ დას­მუ­ლა. მდი­ნა­რა­ძის გა­მოს­ვლის შემ­დეგ კენ­ჭისყრა ჩა­ტარ­და და პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა დას­რულ­და.

სე­სი­ამ­დე მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტებს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებ­მა კო­მი­ტე­ტე­ბი­სა და ფრაქ­ცი­ის ფორ­მატ­ში მო­უს­მი­ნეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა