თეგებით ძიება
27. 11. 2024 მსოფლიო

დონალდ ტრამპმა უკრაინის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად კიტ კელოგი დანიშნა

აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად კიტ კელოგი დანიშნა. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ტრამპის პრეზიდენტობის დროს, 2017-2021 წლებში კელოგი თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შტაბის უფროსი და მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იყო.

მიმდინარე წლის ივნისში კელოგმა უკრაინის გეგმა შეიმუშავა ფრედ ფლეიცთან ერთად, რომელიც ასევე იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შტაბის უფროსი ტრამპის დროს. მათი შეთავაზებული გეგმის თანახმად, აშშ უკრაინას განუცხადებდა, რომ მეტ ამერიკულ იარაღს მხოლოდ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის შემთხვევაში მიიღებდა. ამავდროულად, აშშ მოსკოვს გააფრთხილებდა, რომ მოლაპარაკებებზე უარის თქმა გამოიწვევდა უკრაინისთვის ამერიკული მხარდაჭერის გაზრდას.

ამასთან, „როიტერი“ ივნისში წერდა, რომ კელოგის გეგმა მოიცავდა საბრძოლო ხაზების გაყინვას მათ არსებულ ადგილებზე და რუსეთისა და უკრაინის იძულებას მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა