რობერტ ფიცოზე თავდასხმაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული კაცი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სასამართლო პატიმრობის შეფარდების საკითხზე დაახლოებით სამსაათ-ნახევარი მსჯელობდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 71 წლის კაცს ფიცოს მკვლელობის მცდელობისთვის 25 წლით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.