გუშინ ბანკის ბარათი დავკარგე, ცოტახანში გავიგე რომ ვიღაცამ მაღაზიაში ჩემი ბარათით გადაიხადა… ეგრევე გავვარდი, ადგილზე მისულს კი წარმოუდგენელი რამ დამხვდა…
ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა სასიამოვნო პოსტი გამოაქვეყნა:
“გიზიარებთ ერთ ფერად ამბავს. ქუჩაში ამომივარდა ბარათი. იმ საღამოსვე მოიხსნა 35 თეთრი ერთ-ერთ სუპერმარკეტში. იმდენად გამიკვირდა ასეთი მცირე თანხის მოჭრა, საკუთარ თავში ეჭვიც კი შევიტანე, ეგებ მე ვიყიდე რამე და არ მახსოვსმეთქი.
ოკლედ, გადავრეკე ამ სუპერმარკეტის ცხელ ხაზზე და დამიდასტურეს, რომ მათ ჰქონდათ ჩემი ბარათი. მივედი ასაღებად და აღმოჩნდა, რომ ვიღაც კეთილმა ადამიანმა იპოვა და ნიშანი რომ მოეცა, სად მიმეკვლია, მაღაზიაში ფული მოხსნა. ბარათი გამყიდველს ჩააბარა 35 თეთრი ერთად… ესეთებიც ხდება”