თეგებით ძიება

"ძლივს ჩვენს მოედანზეა ბურთი... ერთხელ მაინც ჩვენც გავთიშოთ და ვიბატონოთ მთავრობაზე" - როგორ აპირებს ნათია ფანჯიკიძე არჩევნებზე წასვლას?

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში არჩევნებთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.

როგორც ფანჯიკიძე წერს, მას საზოგადოებისთვის შემდეგი შეთავაზება აქვს – თუკი, ვთქვათ, ოჯახში ოთხი წევრია, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს, ოთხივემ სხვადასხვა პარტიას მისცეს ხმა და მოუწოდებს საზოგადოებას ერთხელ მაინც გავთიშოთ და ვიბანოტონოთ ხელისუფლებაზე.
ფანჯიკიძე უბანზე ხმის მისაცემად ჰელოუნის გრიმითა და პირბადით აპირებს მისვლას.

„მოახლოვდა არჩევნები. მეც მეზარება სახლიდან გასვლა, მაგრამ როგორც ქალი-პასუხისმგებლობა – 2020, 2021, 2022 და ასე სიკვდილამდე, გადავლახავ სიზარმაცეს და წავბრძანდები უბანზე პირბადით და ჰელოუინის გრიმით (ერთ დღესაა ეს ორი დიდებული დღესასწაული, კუდიანების და გუდიანების).

“გათიშე და იბატონეო”, ძველი რაჭული ანდაზა ხომ გახსოვთ? და ამ ანდაზას ჩვენ წინააღმდეგ რომ იყენებენ მთავრობები, გვაქუცმაცებენ და ერთმანეთს გვაძიძგნინებენ, ეგეც ხომ გახსოვთ? ჰოდა, ძლივს ჩვენს მოედანზეა ბურთი და ერთხელ მაინც ჩვენ გავთიშოთ და ვიბატონოთ, ავირჩიოთ ჭრელა-ჭრულა პარლამენტი, – ცოტა გირჩი, ცოტა ლელო, ცოტა ოცნება, ცოტა ნაციონალი, ცოტა ვინც გინდა, ცოტა წითელზე დავდოთ, ცოტა შავზე და ასე… და ჩავსკუპდეთ მერე პოპკორნებით სავარძლებში, ჩავრთოთ ტელეყუთები და გავერთოთ გემრიელად. მოკლედ, ოჯახში თუა ოთხი ამომრჩეველი, უნდა გაიშალოს ფრონტზე და ოთხ სხვადასხვას მისცეს ხმა“.- წერს ფანჯიკიძე "ფეისბუქის" გვერდზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა