თეგებით ძიება

მყარი ფსიქიკაა საჭირო, რომ ეს ყველაფერი მსუბუქად “გადააგორო” - "ტვ პირველის" ჟურნალისტმა კორონავიუსი დაამარცხა

“ტვ პირველის” ჟურნალისტმა, სოფო ნიაურმა კორონავირუსი დაამარცხა და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

„დასრულდა ჩემი 10 დღიანი კარჩაკეტილობა. არ ყოფილა მარტივი, არც ვირუსთან ბრძოლის პირველი დღეები და არც 10 კვადრატში გამომწყვდევა… გარედან მეც ადვილი მეგონა.

ვისაც ეს ტანჯვა, მხარ-თეძოზე წოლა ჰგონია, ძალიან ცდება… ძალიან მყარი ფსიქიკაა საჭირო, რომ ეს ყველაფერი მსუბუქად “გადააგორო”. არც ვირუსია მარტივი. ვერ გადმოვცემ რანაირად ტანჯავს და ებრძვის ადამიანს 8 დღის განმავლობაში: სულს ხდის, ფიტავს და აცლის ყველაფერს… ვისაც ჰგონია, რომ მისი მძიმე ფორმა მხოლოდ აპარატზე დაერთებით გამოიხატება, ცდება.

პირბადესაც ვხმარობდი და ჰიგიენის წესებსაც ვიცავდი, ზომაზე მეტად, მაგრამ ვერ ავცდი. ალბათ, ასე იყო საჭირო და მგონია, რომ კარგ დროს მოვიხადე “სახდელი”.

ბევრი რამე და ვინმე გადავაფასე ამ 10 დღეში და მადლობა კოვიდს ამისთვის. ბევრს არ ვილაპარაკებ. საქმით ვეცდები გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ მადლიერება, რომელიც გამუდმებით ჩემი ბედით ინტერესდებოდა.

ბოლოს არ შემიძლია არ ვთქვა და არ აღვნიშნო მისი გმირობა. კლინიკაში ყოფნის დროს, ყოველდღე მაოცებდა მისი ენერგია, პოზიტივი და თავდაუზოგავი შრომა – დილის 8 საათიდან ღამის 12-მდე და ზოგჯერ მთელი ღამეც. ერთ თხელ ხალათში, სკაფანდრის გარეშე, მძიმე პაციენტებს სულ სიცილ-ხარხარით რომ დაუვლიდა. იქეთ წამალს ასმევდა, აქეთ არტერიას ებრძოდა. ამასობაში გვერდითა პალატიდან ეძახდნენ – არიქა, ლალიკო, გადასხმა დასრულდა მოხსენიო. ვაკვირდებოდი და მიკვირდა იშვიათი საქმის პროფესიონალია ჩვენი, ყველაას ლალიკო. Lali Txinvaleli ჩვენი დროის კოვიდთან მებრძოლი გმირი ხარ შენ და ბოლოს……სახადივით არისო, ყველამ უნდა მოიხადოსო….. არა მგონია….მჯერა, რომ თუ გაუფრთხილდებით თავს და გარშემომყოფებს თავიდან აირიდებთ….

ამიტომ ატარეთ ყველგან პირბადე, თუ იცით რომ სიმპტომი გაქვთ ნუ გახვალთ გარეთ დაინდეთ ადამიანები, ძალიან მარტივია", - წერს ჟურნალისტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა