სასაცილოა, როცა ნიკა მელიასგან იცავ სააკაშვილს - გვარამია გუბაზ სანიკიძის საქციელს სამარცხვინოს უწოდებს
ნიკა გვარამია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გაერთიანებული ოპოზიციის წევრების დაპირისპირებას გამოეხმაურა და მან გუბაზ სანიკიის გამოსვლას სამარცხვინო საქციელი უწოდა.
„სასაცილოა, როცა ნიკა მელიასგან იცავ მიშა სააკაშვილს და სამარცხვინოა, როცა ყველას ლუზერს ეძახი და არაფრის მაქნისს და ჩვენი ყველას ერთობლივ ბრძოლას მონსტრის წინააღმდეგ წინასწარ განწირულად აცხადებ და იმედგაცრუებას თესავ. თან რატომღაც საზოგადოებას არწმუნებ, რომ თურმე ოპოზიციურ ერთობაში ვინმე სააკაშვილის ჩამოსვლის წინააღმდეგია. ამ დროს, არ არის და ან ვის აქვს უფლება, პოლიტიკურ დევნილს სამშობლოში დაბრუნება აუკრძალოს?! ასეა ეს“, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.