რატომ არის მნიშვნელოვანი, შეგვეძლოს ვთქვათ - არა! - დაიწყეთ ცვლილებები დღესვე
ჩვენი საიტის მკითხველებს, სპეციალურად თქვენთვის, გთავაზობთ სამოტივაციო სტატიას - რატომ არის მნიშვნელოვანი, შეგვეძლოს ვთქვათ - არა!
პერსონალური ქოუჩი, სპიკერი და სამოტივაციო ტრენერი თამარ ბოკერია, ყოველკვირეულად შემოგთავაზებთ სხვადასხვა სტატიას. ასევე, სპეციალურად თქვენთვის, იქნება სამოტივაციო ვიდეო ბლოგები, რაც დაგეხმარებათ პირადი თუ საქმიანი ცხოვრების ნიშნულის აწევაში.
"ჩემო ძვირფასო მკითხველო, მინდა უფრო ახლოს დაგანახო ის, რაც რეალურად ძალიან კარგად იცი თავად, თუმცა, ხშირად იმიტომ, რომ მოეწონო გარშემომყოფებს, იმიტომ, რომ „უხერხულია“ „სირცხვილია“ და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი მიზეზის გამო, ხშირად ივიწყებ საკუთარ სურვილებს, იმას, თუ შენ რა გსურს თავად?!
იშვიათად ეკითხები საკუთარ თავს, შენ როგორ ხარ თავად?! როგორ მოქმედებს კონკრეტული გარემო შენზე? და შენ რა გსურს თავად?!
ჩვენ ხშირად ვამბობთ "არ შემიძლია", როდესაც გვსურს ვთქვათ \'არა" და ასე "უკეთესი გოგოები ან ბიჭები ვჩანვართ"
რადგან ჩვენ "არა"-ს კი არა უბრალოდ "არ შეგვიძლიას" ვაფარებთ თავს...
თუმცა, ნაკლებად ვფიქრობთ, როგორ გვასუსტებს "არ შემიძლია", ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ მყარად და სირცხვილის განცდის გარეშე შეგვეძლოს ვთქვათ "არა", როდესაც რაიმე არ გვსურს და თავის მართლების უსუსურ პოზიციაში არ ჩავიყენოთ საკუთარი თავი...
ან სულაც ვამბობთ კის, ჩვენი სურვილების საწინააღმდეგოდ...
გააცნობიერეთ, რომ არავის წინაშე არ ხართ ვალდებული. მოიქეცით ისე, როგორც თქვენ იმ მომენტში გსურთ და არა ისე, რომ მოპირდაპირე მხარეს ასიამოვნოთ თქვენი სურვილების საწინააღმდეგოდ...
რაზეც შემდეგ აუცილებლად გაბრაზდებით, გაბრაზდებით მასზე, ვისაც უთხარით კი, თქვენი სურვილების საწინააღმდეგოდ, გაბრაზდებით იმ საქმეზეც, რომელზეც გსურდათ გეთქვათ არა, მაგრამ უხერხულობის გამო დათანხმდით მხოლოდ...
ეს "მოკლევადიანი ჰარმონიაა" ასეთ საქმეებთან თუ ურთიერთობებთან, ვინაიდან თქვენ ხომ ეს კი "კარგი გოგოობის და ბიჭობის გამო" თქვით... და იგი თქვენი სურვილი სულაც არ იყო....
ხშირად იყავით საკუთარი თავი, უფრო სწორად სულ...
თუ ჩვენ შევძლებთ და ვისწავლით ვთქვათ „არა“ მაშინ როდესაც გვსურს ამის თქმა, მერწმუნეთ შედეგებს საკუთარ თავზე იხილავთ და ეს შედეგები იქნება ძალაინ...ძალიან სასიამოვნო
დავალება;
თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ ეს დავალება, შეგიძლიათ არ შეასრულოთ...
მე მაინც დაგიტოვებთ...
უახლოესი ერთი კვირის მანძილზე, უთხარით იმ ადამიანებს, ფაქტებს, ქმედებებს „არა“ რისი გაკეთებაც თქვენ თავად არ გსურთ და მხოლოდ იმიტომ რომ უხერხულია, გერიდებათ და ა.შ. გიწევთ თქვათ „კი“...