„ატარეთ ჯიბით თხილის ჯოხი“ - ნახეთ, კიდევ რა უნდა იქონიოთ ჯიბეში, რომ ფული სულ გქონდეთ
ზოგიერთ საყოფაცხოვრებო ნივთს შეუძლია თილისმის როლი შეასრულოს და მოახდინოს ფულის მოზიდვა თქვენს ცხოვრებაში.
ჯერ კიდევ ძველ დროში, ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ სხვადასხვა ნიშნები, რომლებიც ხელს უწყობენ ჯანმრთელობის, იღბლის და სიმდიდრის შემოტანას სახლში. გარდა ამისა, ამისათვის ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ამულეტებს და თილისმებს. ფულის მოსაზიდად ისინი ჯიბეში უნდა ჩაგედო და გამუდმებით გეტარებინა.
ქვემოთ წარმოგიდგენთ ზოგიერთი მათგანის ჩამონათვალს:
თხილის ტოტი
ფულის მოზიდვის ერთ-ერთი თილისმა არის თხილის ტოტი. ხიდან უნდა მოტეხო და მარცხენა ჯიბეში ჩაიდო. ის მოიზიდავს წარმატებას და სიმდიდრეს. ასევე, ამ თილისმის ტარება ღირს, თუ მნიშვნელოვანი საკითხი გაქვთ დაგეგმილი. ის დაგეხმარებათ სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ მოგვარებაში.
ფეტვი ან ბრინჯი
ბურღული ყოველთვის სიმდიდრის ნიშნად ითვლებოდა. თუ სუფრაზე პური გაქვთ, მშიერი არ იქნებით. ფეტვი ან ბრინჯი ფულის მოსაზიდად გავრცელებული ერთ-ერთი თილისმაა. უნდა აიღოთ ნაჭრის პატარა ჩანთა, შიგნით ჩაყაროთ მარცვლეული და ჩადოთ ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში. დარწმუნდით, რომ ჩანტა მჭიდროდ არის შეკრული და არ დაუშვათ, რომ მარცვლები დაიმსხვრეს – წინააღმდეგ შემთხვევაში, უფულობა გელით.
რკინის მონეტები
სავსე მთვარეზე სპეციალური რიტუალი უნდა შესრულდეს. აიღეთ სხვადასხვა ნომინალის რამდენიმე მონეტა და სავსე მთვარის დროს მიიტანეთ ისინი ფანჯარასთან და აჩვენეთ. ამის შემდეგ, დატოვეთ მონეტები ფანჯრის რაფაზე მთელი ღამით. ითვლება, რომ ასეთი რიტუალი ხელს უწყობს სიმდიდრის მოზიდვას. მონეტები უნდა ინახებოდეს პიჯაკის ან შარვლის მარცხენა ჯიბეში და არასოდეს ამოიღოთ.
მოხრილი მონეტა
ეს თილისმა არ იზიდავს ფულს, მაგრამ არ უშვებს მას თქვენი ცხოვრებიდან “გადინებას”. ფაქტია, რომ ყველა ადამიანს აქვს ფულის მოზიდვის ენერგია, რომელიც ადრე თუ გვიან იწურება. ამის თავიდან ასაცილებლად, მარცხენა ჯიბეში ჩადეთ მოხრილი მონეტა. ასევე წარმატებას მოგიტანთ მნიშვნელოვანი ტრანზაქციების განხორციელებისას და გიხსნით დიდ ხარჯებთან დაკავშირებული უსიამოვნებებისგან.
ფულის ხის ფოთოლი
ფულის ხე ტრადიციულად ითვლება ისეთ ნივთად, რომელსაც შეუძლია სიმდიდრის მოზიდვა თქვენს სახლში, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გააძლიეროთ ამ მცენარის მაგიური გავლენა თქვენს ფინანსებზე. ერთი ფოთოლი მოაცალეთ არა საკუთარ, არამედ სხვის ფულის ხეს და ჩაიდე მარჯვენა ჯიბეში. ის მოიზიდავს სიმდიდრეს და არ დაუშვებს თქვენი ჯიბის დაცარიელებას.