არავინ მითხრას, ხალხი თვითონ გამოდისო, თქვენ ხალხს გილიოტინაზე მიუძღვებით - თამარ ჟამურაშვილი
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, შარიტეს, ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკის პულმოლოგიისა და ინფექციოლოგიის დეპარტამენტის ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი, საზოგადოებას და პოლიტიკოსებს მიმართავს.
ექიმი აღნიშნავს, რომ ახლა, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, პოლიტიკური დაპირისპირებების დრო არ არის.
ექიმი შიშობს, რომ დღავანდელი აქციის შედეგები, ინკუბაციის პერიოდის დასრულების შემდეგ, 2 კვირაში დადგება.
“ერთი ექიმის არაპოლიტიკური & არადემოკრატიული მიმართვა‼️ თქვენ ხალხს გილიოტინაზე მიუძღვებით და არავინ მითხრას, ხალხი თვითონ გამოდისო!!!
დღეს რასაც ვთესავთ 2 კვირაში მოვიმკით, ინკუბაციის დამთავრების შემდეგ! ორ კვირაში კლინიკებში ადგილი აღარ დარჩება! ექიმი და მედდა აღარ შეგრჩებათ!
რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს სამარცხვინო მარაზმი? შედგეს კონსენსუსი, მივიდეს პოზიცია/ოპოზიცია შეთანხმებამდე და დამთვრდეს ეს ფარსი.
თითოეული დღე ასობით ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე გიჯდებათ. ხვდება ვინმე რა ფასს იხდის ქვეყანა ამ არჩევნებში? ფიქრობს ვინმე, რამდენ ხანს მოგიწევთ „ჩაკეტვა“ და ეკონომიკის განადგურება, სწორედ ამ სრულიად უპასუხისმგებლო საქციელის გამო?
ვერც ერთი ძლიერი და სტაბილური ქვეყნის ეკონომიკა და ჯანდაცვის სისტემა, მათ შორის გერმანიისაც კი ვერ გაუძლებდა ასეთ დარტყმას და ყველა ღონე იქნებოდა გამოყენებული ამის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ რისი იმედი გვაქვს?
რატომ არის ჯანდაცვა ამდენ ხანს გაჩუმებული? რატომ აქეზებენ პოლიტიკოსები ხალხს? რატომ არ დგება შეთანხმება? რატომ არ მორჩებით ერთმანეთზე დაბრალებას და მიხვდებით, რომ სხვა პრიორიტეტი აქვს დღეს ქვეყანას და 4 კვირში შეიძლება თქვენ, დიახ თქვენ საერთოდ ამ ქვეყნად აღარ იყოთ", - წერს თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში.