თეგებით ძიება

ადამიანმა გუშინაც თუ ვერ დაინახა სად არის რეალური ქართული, ტრადიციული, სიყვარულით სავსე ერთობა, იმას არ ესმის, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული - ხუხაშვილი

ახალი წლის ღამეს გამართულ აქციას, რა დროსაც მოქალაქეები 2025 წელს, რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ, სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილი ეხმაურება.

როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, სწორედ რუსთაველზე ვნახეთ რეალური ქართული, ტრადიციული, სიყვარულით სავსე ერთობა.

„თუ ადამიანმა გუშინაც ვერ დაინახა სად არის რეალური ქართული, ტრადიციული, სიყვარულით სავსე ერთობა, მიუხედავად პრობლემებისა უკეთესი მომავლის ურყევი რწმენა, თაობებს შორის გადებული ხიდები, ურთიერთ-პატივისცემა… იმას არ ესმის, რას ნაშნავს სამშობლოს სიყვარული, რომელიც განსხეულდა ხალხით გადაჭედილ რუსთაველში და რომელსაც სიხარულით გადმოჰყურებდნენ ილია და აკაკი

ეს ხალხი მხოლოდ თანაგრძნობას იმსახურებს, რადგან ვერ ხედავს, რომ ამ დიდებულ თვეებში, დღეებში, საათებში და ყოველწამიერად  იბადება ახალი, ლამაზი, ჯანსაღი და ჭკვიანი საქართველო…“ – წერს გია ხუხაშვილი.

ფოტო: Ezz Gaber


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა