"დავიბედოთ ერთმანეთი" - დღეს, 19:00 საათზე, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან
დღეს, 2 იანვარს, 19:00 საათზე, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე ისევ შეიკრიბებიან.
აქციის მოთხოვნა უცვლელია: ჩატარდეს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებულები.
"2 იანვარს დავიბედოთ ერთმანეთი.
წელს დავინახეთ ის, რაც სცადეს, რომ დაგვვიწყებოდა: საქართველოს ჰყოლია თავისუფალი, ღირსეული, ამაყი, პატრიოტი მოქალაქეები, რომლებიც არ იღლებიან და არ ნებდებიან.
ამ დღეს მადლიერება გამოვხატოთ ერთმანეთისადმი და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ:
- თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!
- ვითხოვთ ახალ არჩევნებს!" - ნათქვამია ინფორმაციაში.