თეგებით ძიება
09. 11. 2020 მსოფლიო

ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ხელისუფლების გადასაბარებლად მოსამზადებელ პროცესს იწყებენ

როგორც „გარდიანი“ წერს, არჩეული პრეზიდენტის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან გამკლავებაა, რისთვისაც ის დღეს 12 ადამიანისგან შემდგარ სამუშაო ჯგუფს ჩამოაყალიბებს. მათ შორის იელის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი, ექიმი მარსელა ნუნეზ-სმიტიც იქნება.

ჯო ბაიდენმა ასევე უნდა დააკომპლექტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგენლობა, რომელიც მომდევნო ოთხი წლის ვადაში მას ქვეყნის მართვაში დაეხმარება. ჯო ბაიდენს ჯერჯერობით არ განუსაზღვრავს ვადები მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლად, თუმცა ისიც და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც აღნიშნავენ, რომ მათ შორის იქნებიან ქალები და ფერადკანიანი წარმომადგენლები.

არჩეული პრეზიდენტი ასევე გეგმავს დონალდ ტრამპის მიერ გატარებული ზოგიერთი პროცესის უკან გაწვევას. მათ შორის, მუსლიმური ქვეყნებისთვის სამოგზაურო შეზღუდვებთან დაკავშირებულ რეგულაციებს, პარიზის კლიმატურ შეთანხმებასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დაბრუნებას, დეპორტაციისგან ე.წ. მეოცნებეთა დაცვასა და ობამას დროინდელი გარემოს დაცვის რეგულაციების განახლებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა