გამწარებულ ჯაიანს პროდუქტებთან ერთად დანაც უყიდია და ასულა კესარიასთან - რა გახდა სასტიკი მკვლელობის მიზეზი?
37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 27 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბექა ჯაიანი ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომელია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
AMBEBI.GE-ს მომხდარის მიზეზებზე ჯაიანის გარემოცვის წევრი ესაუბრა:
"ბექა და კესარია ერთადაც ცხოვრობდნენ, ბექა მასთან სახლში რჩებოდა ხოლმე, კესოს ფულითაც სარგებლობდა. ვიცოდით, რომ მისი პარტნიორი იყო. მეგობრები ურჩევდნენ, მისთვის თავი დაენებებინა. ბოლო დროს თითქოს დაშორდნენ კიდეც, ურთიერთობა დაეძაბათ. ბექა თავის წრეში ჰყვებოდა, რომ მასთან კონტაქტი არ ჰქონდა, რომ თავი დაანება და კესარია სხვასთან, მის ახლობელთან დადიოდა.
ალბათ "უტყდებოდა" მეგობრებთან სიმართლის თქმა და ეს მოიგონა. იმასაც ამბობდა, რომ კესო მას აშანტაჟებდა - ცოლად თუ არ მოიყვანდა, ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდა. იმ დროს, როცა ის მეგობრებთან უარყოფდა, მასთან ურთიერთობა არ მაქვსო, სწორედ მაშინ აუსრულა კესარიამ მუქარა და სოციალურ ქსელში ერთობლივი ფოტოები გამოაქვეყნა.
ვფიქრობ, ქალმა ვერ დაუშვა, რომ ამის გამო ბექა მოსაკლავად გაიმეტებდა. გამწარებულ ჯაიანს პროდუქტებთან ერთად დანა უყიდია და ისე ასულა ქალთან, ანუ კესო წინასწარი განზრახვით მოკლა. მკვლელობამდე ტელეფონზე მათ უსიამოვნო საუბარი ჰქონიათ. ვფიქრობ, ამ ამბის „გაბაზრება“ გახდა მკვლელობის მოტივი. ის პროდუქტებიც ალბათ იმიტომ აიტანა, იფიქრა, ასე უფრო გამიღებს კარსო. რა ვიცი, ზოგადად ბექა ბავშვობიდან კონფლიქტური იყო, მუდმივად კუნთებზე იყურებოდა და ამბობენ, კესარიაზეც ხშირად ძალადობდა. ასეთ დასასრულს არ ველოდით, არ ვიცი, საიდან, ასეთი სისასტიკე"...
წყარო: AMBEBI.GE