თეგებით ძიება
18. 09. 2024 მსოფლიო

ლიბანში, აფეთქებების ახალი სერიის შედეგად, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 300 - დაშავდა

ლიბანში, აფეთქებების ახალი სერიის შედეგად, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 300 - დაშავდა.

როგორც ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ამჯერად კოორდინირებული აფეთქებების სამიზნე რაციები იყო.

„ჰეზბოლა“ ისრაელს პეიჯერების კოორდინირებულ აფეთქებაში ადანაშაულებს, რის შედეგადაც სამშაბათს დაჯგუფების ათასზე მეტი წევრი დაშავდა. ბეირუთში, პეიჯერების აფეთქების შედეგად ირანის ელჩი მოჯთაბა ამანი დაშავდა.

„ჰეზბოლას“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პეიჯერების აფეთქება იყო უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული დარღვევაა, რომელიც ჯგუფმა განიცადა ისრაელთან ომის თითქმის ერთი წლის განმავლობაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა