„ვეტერანი კი არა სადისტი მკვლელია, რომელმაც ჩემი მეგობრის ოჯახი დაარბია“ – რას წერენ აქციის დროს დაშავებულ მამაკაცზე?
სოციალური ქსელის მომხმარებელი ნათია შარაბიძე ცესკოსთან მიმდინარე აქციის დროს დაშავებული მამაკაცის შესახებ წერს:
„აი ამ ჯალათმა თავისი დამპალი ხელებით დაარბია ჩემი საუკეთესო მეგობრის ოჯახი! პირადად ამ საქონლის ინტერესების გამო მთელი ოჯახი არასრულწლოვანი ბავშვებით იმყოფებოდნენ დევნაში წლების მანძილზე! ეს არაკაცი ვეტერანი კი არა სადისტი მკვლელია! ამასსსს აპრავებთ? მიიღეთ ზომები!!!!! მოგვაშორეთ ეს მკვლელები თავიდან და მერე მიეწიეთ უკანნნ!!!!! ყველა ვინც ამ საქონელს გვერდში უდგახართ სადისტები ხართ! თქვენს გვერდით არცერთი ნორმალური ადამიანი არ დადგება! ღირსება შელახულმა ხალხმა როდემდე ვუყუროთ ამ უსამართლობას?! სამართლიანობის აღდგენაზე უნდა ვიბრძოლოთ და არა ამ ბინძური სკამების გლეჯვაზე! საკმქრისია! გამოფხიზლდით !!!!!“ – წერს ნათია შარაბიძე.
სურათზე წარმოდგენილი პირუტყვი, ნაცჯალათია, რომელიც პირადად, სასტიკად აწამებდა ადამიანებს – ასე გამოეხმაურა დოქტორი თამარ გაგნიძე ნათია შარაბიძის ფეისბუქ-პოსტს და ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობის აკრძალვისა და გასამართლების მოთხოვნით მიმართა:
„როდემდე?!- ამ კითხვით მივმართავთ უკვე 8 წელია ხელისუფლებას ის ადამიანები, ვინც ნდობა გამოუცხადეთ რეჟმის გასამართლების იმედით. ისინი, რომლებმაც მათგან განსხვავებით საკუთარ თავზე ვიწვნიეთ ნაციონალების ტერორის მთელი სისასტიკე, ციხის და პროკურატურის ჯურღმულები, დევნა, რბევა, ცხოვრების ნგრევა, ახლობელი ადამიანების სიკვდილი!
როდემდე?!- ეს კითხვა დამოკლეს ახვილივით კიდია ამ ხელისუფლების თავზე. ყოველ არჩევნებზე ისევ ვხაზავთ 41-ს, იმ იმედით, რომ ახლა მაინც დასრულდება ამ მანიაკი, გადაგვარებული ემბრიონების თარეში, ამ გიჟის აპოლოგეტების ჩხავილი, (რეალურად ამ დორბლიან გრუ-ს გენერალი თემურ ალასანია მართავს და ესენიც მისი მარიონეტები არიან, ეს “ძაან ევროპულები”). ჩვენი მოთმინების ფიალაც ივსება, თმენის ვალდებულებაც იწურება- გეშინოდეთ გამწარებული, სამართალდაკარგული, ამ ვაკხანალიით ღირსებაშელახული ადამიანების რისხვის, რომელიც ყველას ერთად წაგლეკავთ! მიიღეთ კონსტიტუციით განსაზღვრული ზომები, აკრძალეთ და გაასამართლეთ ეს ფაშისტური რეჟიმი და მისი დამქაშები! ნუ მიიყვანთ ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპრებამდე!
პ.ს. სურათზე წარმოდენილი პირუტყვი, ნაცჯალათია, რომელიც პირადად, სასტიკად აწამებდა ადამიანებს (სამი დღის მანძილზე უმოწყალოდ კბილებს აძრობდა ერთ ჩვენს ახლობელს!). ვინც ამას უთანაგრძნობს, გულით ვუსურვებ იგივე სიმწარე ეწვნიოს, რაც მან არაერთ ადამიანს განაცდევინა!- წერს თამარ გაგნიძე.
შეგახსენებთ, რომ ცესკოსთან მიმდინარე აქციის დროს დაშავებული მამაკაცის შესახებ ინფორმაცია ყოფილმა ჩინოვნიკმა გიორგი უდესიანმა გაავრცელა.
“ამაღამ ცესკოსთან რუსი ოლიგარქის ჯალათებმა ჩემი სიძე ზაზა გუგავა დაასახიჩრეს, ექიმები იბრძვიან, რომ მისი თვალი და მხედველობა გადაარჩინონ. ზაზა რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანია, იყო ბრძოლაში დაჭრილი და სხეულით ატარებს დღემდე რუსულ ტყვიებს, გამძლეობა და ჯანმრთელობა ზაზას. საქართველოს კი გამარჯვებას ვუსურვებ თავისუფლებისთვის ბრძოლაში.” – წერს გიორგი უდესიანი.
ზაზა გუგავას პირველადი დახმარება ნიუ ჰოსპიტალში გაუწიეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
პროგრესნიუსი