თეგებით ძიება

რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის „ჰუმანიტარული მიწოდება“ 23 დეკემბრიდან დაიწყება

რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის ე.წ. ჰუმანიტარული მიწოდება 23 დეკემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბრისას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა, ე.წ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯანსუხ ნანბამ განაცხადა.

„ორშაბათიდან იწყება რუსეთიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის სოციალური გადადინება“, – განაცხადა ნანბამ.

მისი თქმით, საუბარია 327 მილიონ კვტ/სთ მოცულობაზე.

21 დეკემბერს ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბადრა გუნბამ რუსეთის ხელისუფლებას ელექტროენერგიის სახით „ჰუმანიტარული დახმარების“ თხოვნით მიმართა, რომლის მწვავე დეფიციტი პირველი ნოემბრიდან აღინიშნება.

როგორც რუსულ მედიას ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გუნბას მიმართვის საპასუხოდ, გადაწყდა რეგიონში ელექტროენერგიის „სოციალური გადადინების“ საკითხი.

„შესაბამისად, 23 დეკემბრიდან ელექტროენერგიის მიწოდება მნიშვნელოვნად გაიზრდება. გამორთვები ახალი გრაფიკით განხორციელდება – დღის განმავლობაში ორი საათით და ღამით ორი საათით“, – განაცხადა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა