ისმის კრიტიკა, ათ საათზე კორონა იძინებს და ხუთზე იღვიძებსო? ეს არასერიოზულია - ამირან გამყრელიძე
თეგებით ძიება
10. 11. 2020 COVID - 19

ისმის კრიტიკა, ათ საათზე კორონა იძინებს და ხუთზე იღვიძებსო? ეს არასერიოზულია - ამირან გამყრელიძე

\'\' ქვეყანაში საწოლების რაოდენობა გადატვირთულია, მაგრამ თანდათან, უფრო მეტის მობილიზება ხდება\'\', – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ 5 000-ზე მეტი საწოლია მობილიზებული, თანდათან, უფრო მეტის მობილიზება ხდება. სამინისტროს გეგმაა, 7 000-დან 8 000-მდე საწოლის მობილიზება. ამიტომ, დღეს მთავარია, გავუფრთხილდეთ საწოლფონდს, ინტენსიურ და რეანიმაციულ განყოფილებებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად ეფექტიანია გადაადგილებასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ღამის მობილობის სერიოზული დაგდება ახალ ინფიცირებულთა შემცირების მიმართულებით სერიოზულ შედეგს იძლევა, რის შესახებაც სამეცნიერო ლიტერატურაში ბევრი მტკიცებულება არსებობს.

„ისმის კრიტიკა, ამაზეც საუბრობენ, რომ რა, ათ საათზე კორონა იძინებს და ხუთ საათზე იღვიძებსო? ეს არასერიოზულია. სამეცნიერო ლიტერატურაში ძალიან ბევრი მტკიცებულებაა, რომ ღამის მობილობის სერიოზული დაგდება ახალ ინფიცირებულთა შემცირების მიმართულებით სერიოზულ შედეგს იძლევა. ისევე, როგორც სხვა შეზღუდვები და რაც მთავარია, პრევენციული ღონისძიებები. ცალკე აღებული ერთი შეღუდვა არაფერს მოგვცემს, თუ ის კომპლექსში არ კეთდება, რამდენიმე ღონისძიებასთან ერთად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა