თეგებით ძიება

რუსეთმა გააძლიერა მისი წნეხი ივანიშვილზე და "ოცნების" ლიდერშიპზე. მე არ ვიცი რა კავშირებია, თუმცა ჩანს, რომ ეს წნეხი გაძლიერებულია - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა  Atlantic Council-ის შეხვედრაზე ყურადღება ქვეყანაში რუსულ გავლენებზე გაამახვილა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ "ოცნების" პოლიტიკამ განაპირობა, რომ საქართველო ახლა რუსეთის საბოლოო მიზანთან ახლოსაა და ეს მათ რიტორიკაშიც აისახება.

"ქართული ოცნება" გეოპოლიტიკურ თამაშშია, თუმცა მან საერთოდ არ იცის გეოპოლიტიკა. ის ეძებს ალტერნატიულ პარტნიორებს, რომლებიც მის დიქტატურას მხარს დაუჭერენ და ეს დიდი შეცდომაა, რადგან შეუძლებელია ჩაანაცვლო 30 წლიანი და უფრო დიდი ხნის პარტნიორობა. სხვები კი იყენებენ ამ სისუსტეს და სისუსტე ბევრია. რუსეთი იყენებს თავისი გავლენით, ჩინეთი იყენებს თავისი ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად, რაც შეეხება ირანს და ტერორისტულ ჯგუფებს, "ქართულ ოცნებაში" კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ასეთი მხარდაჭერით ისინი პერსონალურად მხოლოდ მცირე ხნით გადარჩებიან. რუსეთმა გააძლიერა მისი წნეხი ივანიშვილზე და "ოცნების" ლიდერშიპზე. მე არ ვიცი რა კავშირებია, თუმცა ჩანს, რომ ეს წნეხი გაძლიერებულია, უკრაინის შემდეგ და მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ეს გამოჩნდა. ივანიშვილი მის გამოსვლებში და მისი პარტია გახდნენ უფრო აგრესიულები ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ. რუსულმა პროპაგანდამ ომში ჩათრევის შესახებ ნაწილობრივ ითამაშა, რადგან რუსეთის მეზობლად ყოფნა და გამოცდილებები, რომელიც ჩვენ რუსეთის აგრესიას გვახსენებს, ბუნებრივ შიშს აღძრავს, რომ ომის საფრთხე არსებობს და ამიტომ ვერ იტყვი, რომ ეს არასდროს მოხდება, თუმცა მთავარი იყო ის ფორმები, რომელიც არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენეს და ამან აჩვენა, რომ ისინი არ არიან წარმატებულები, რადგან კითხვას ბადებს, საიდან გაჩნდა 12 წლის შემდეგ ამხელა მხარდაჭერა, - ამბობს ზურაბიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა