გულშემატკივრები სტადიონზე და გარეთ (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს ნაკრებმა დღეს, “დინამო არენაზე” ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიული დაპირისპირება დათმო, რომლის მოგების შემთხვევაში, ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებდა.
გულშემატკივრები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო, სტადიონზე არ შეუშვეს, სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებენ, სადაც ჩანს, როგორ ადევნებენ მატჩს მთავრობის წარმომადგენლები ტრიბუნიდან თვალს, ხოლო გულშემატკივრები გარეთ დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ადევნებდნენ თვალს.