თეგებით ძიება
13. 11. 2020 მსოფლიო

5 ცნობილი მამაკაცი, რომელიც სექსის დროს გარდაიცვალა

გთავაზობთ 5 ცნობილ მამაკაცს, რომელიც სექსის დროს გარდაიცვალა.

რომის პაპი იოანე XII
იოანე პაპის ტახტის საუკეთესო ტრადიციებში, მე-20 საუკუნისთვისაც კი ზედმეტად თამამი ცხოვრების წესით ცხოვრობდა. სულიერი ცხოვრებისგან გადაღლილი 27 წლის პაპი სტეფანეტას საწოლში ნებივრობდა, როცა თავზე საყვარლის ნაჯახით შეიარაღებული ქმარი დაადგა და სასიკვდილო დარტყმა მიაყენა. მეორე ვერსიით, ქალის მკლავებში ნებივრობის დროს პაპს გულმა უმტყუნა. ამ ვერსიებიდან რომელი უფრო სარწმუნოა, არავინ იცის, თუმცა ფაქტია, რომ პაპი სტეფანეტას სარეცლიდან ცოცხალი ვეღარ ადგა.



ლორდი პალმერსტონი

ინგლისის პრემიერ-მინისტრი, ლორდი ჰენრიჯონ ტემპლ პალმერსტონი 1865 წელს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ხანდაზმული პრემიერის სიკვდილის გარემოებები. პალმერტონი ბილიარდი მაგიდაზე, ახალგაზრდა ბრიტანელი ქალის მკლავებში აღესრულა, თუმცა გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად პნევმონია დაასახელეს.

ფელიქს ფორი

ფრანგი პოლიტიკოსი, 1895-1899 წლებში საფრანგეთის პრეზიდენტი ქალების დიდი მოყვარული გახლდათ, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. საყვარელ ქალთან, მარგერიტ სტენელთან ერთად თავის კაბინეტში გარმარტოვებული ფორი ორალური სექსის დროს აღესრულა. პრეზიდენტის შეყვირების დროს, კაბინეტში შესულ დაცვის თანამშრომლებს პრეზიდენტის უსულო სხეული და მუხლმოყრილი მარგერიტი დახვდათ. დიახ, ფელიქს ფორმა ნამდვილად იცოდა როდის უნდა წასულიყო ცხოვრებიდან.

კარდინალი ჟან დანიელი

ის სანიმუშო კათოლიკე და უამრავი ზნეობრივი ხასიათის წიგნის ავტორი გახლდათ, თუმცა1974 წლის 20 მაისს ბორდელის თავზე მცხოვრები სტრიპტიზიორი ქალის სახლის კიბეებზე ადიოდა და ჯიბეში უზარმაზარი თანხა ედო. სამწუხაროდ, მიმის ამ ფულის მიღება არ ეწერა. 69 წლის დანიელს გულის შეტევა დაემართა და ადგილზე გარდაიცვალა. ასეც ხდება.. ზოგჯერ მოლოდინი უფრო ამაღელვებელია, ვიდრე შეხვედრა.

ნელსონ ოლდრიჩ როკფელერი
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი 1979 წელს გარდაიცვალა. 70 წლის როკფელერი პენსიაზე გასვლის შემდეგაც კი მუშაობდა, რაშიც 25 წლის მომხიბვლელი მდივანი ქალი მეგან მარშაკი ეხმარებოდა.. დიახ, ეხმარებოდა, სანამ იანვრის სუსხიან საღამოს, მორიგი „დაძაბული მუშაობის“ შემდეგ, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მის მკლავებში არ აღესრულა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა