ცნობილი ადამიანების 33 გამონათქვამი სექსის შესახებ
არ ვიცი რაში მდგომარეობს შეკითხვის არსი, მაგრამ ვიცი პასუხი – სექსი – ვუდი ალენი
ჩვენ სექსუალურ არსებებად დავიბადეთ ღვთის წყალობით, თუმცა სამწუხაროა, რომ ამ წყალობას ბევრი არ აფასებს და აბუჩად იგდებს – მერლინ მონრო
სექსსა და სიყვარულს შორის განსხვავება ისაა, რომ სიყვარული გვძაბავს, სექსი კი დაძაბულობას გვიხსნის – ვუდი ალენი
სექსი სიყვარულის გარეშე ისეთივე სასაცილო და ცარიელია, როგორც სიყვარული სექსის გარეშე – ჰანთერ ტომპსონი
სექსი სიყვარულის დანაკლისის ანაზღაურებაა – გაბრიელ გარსია მარკესი
სექსი ამღერებული სიკვდილისთვის პანღურის ამორტყმაა – ჩარლზ ბუკოვსკი
ბინძურია თუ არა სექსი? კი, როცა სწორად აკეთებ ყველაფერს – ვუდი ალენი
სექსი ემოციაა მოძრაობაში – მაე ვესტი
სექსი ერთადერთი გასართობია, რომელიც სიცილის გარეშე შეიძლება გქონდეს – ვუდი ალენი
სექსი არ გვანიჭებს სიამოვნებას, სიამოვნებას გვანიჭებს პარტნიორი – მარგო პირსი
ქალებს G- წერტილი ყურში აქვთ, ის ვინც სადმე დაბლა ეძებს, ტყუილად დროს კარგავს – იზაბელ ალანი
სექსი ეკრანზე და ფურცლებს შორის უფრო ამაღელვებელია, ვიდრე ქვეშაგებლებს შორის – ენდი ვორჰოლი
ძალიან ბევრი მექანიკური საშუალებები არსებობს, რომელიც სექსუალურ აგზნებას იწვევენ, განსაკუთრებით კი ქალებში. მათ შორის ყველაზე იაფი – მერსედესია – ო რურკი
რეკომენდაციას ვერ გავუწევ სექს, ნარკოტიკებს და შეშლილობას, თუმცა მე ყოველთვის მშველოდნენ – ჰანთერ ტომპსონი
სექსი ფიზიკას ჰგავს. შესაძლოა რაღაც შედეგი მივიღოთ, თუმცა მხოლოდ ამ შედეგისთვის არ ვაკეთებთ – რიჩარდ ფეიმენი
რატომ უნდა მივიღოთ სექსის შესახებ რჩევა მღვდლისგან? თუკი მან ამის შესახებ რამე იცის, არ უნდა იცოდეს – ბერნარდ შოუ
ამბობენ რომ ქორწინება აფუჭებს რომანტიკას. მართალია. როგორც კი რომანს გააბამ, მაშინვე ცოლი ჩაერევა ხოლმე
სექსი სიყვარულის გარეშე უმნიშვნელო გამოცდილებაა, მაგრამ უმნიშვნელო გამოცდილების პირობაზე – ძალიან მშვენიერი – ვუდი ალენი
ახალი მორალური კრედო მოვიფიქრე: გქონდეს სექსი, როცა მოგინდება. ეს სასარგებლოა – კურტ ვონეგუტი.
არავის სექსუალური ცხოვრება მე არ მეხება, თუ მაინცდამაინც ქუჩაში არ დაკავდა ამით და ცხენები არ დამიფრთხო – ოსკარ უაილდი
სექსი ბუნებრივია. მე ბუნების წინააღმდეგ ვერ წავალ – მერლინ მონრო
კაცები სექსუალურ პიკს 18 წლის ასაკში აღწევენ, ქალები 35 -ისა. არ გაქვთ შეგრძნება, რომ ღმერთი გვეხუმრება? – რიტა რანდერი
სექსში ინსტრუქცია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სამზარეულოში. თუკი სექსის ფსიქოლოგია არ გესმის, არ გეცოდინება, რომ ყველაზე ძლიერი სექსუალური მიზიდულობა შეიძლება ისეთ ადამიანებს შორის გაჩნდეს, რომლებიც იმდენად შეუთავსებელნი არიან ერთმანეთთან, რომ მთელი ცხოვრება კი არა ერთი კვირაც ვერ აიტანენ თანაცხოვრებას. – ბერნარდ შოუ.
პორნო ფილმების ყურების პირველი 10 წუთი სახლში წასვლა და ჟიმაობა მინდება, კიდევ 10 წუთის შემდეგ კი მინდება საერთოდ აღარ მქონდეს სექსი… ჩემს ცხოვრებაში – ერიკა ჯონგი
სექსუალური განათლების დანერგვა სკოლაში მშვენიერი იდეაა, მაგრამ ჩემი აზრით ბავშვებს საშინაო დავალება არ უნდა მისცენ – ბილ ქოსბი
კონსერვატორები ამტკიცებენ რომ სკოლებში სექსუალური განათლების მიცემის დანერგვა გარყვნილებას წაახალისებს ბავშვებში. ჩვენი განათლების სისტემით? თუკი გარყვნილებას იმ მეთოდით წავახალისებთ, რა მეთოდითაც მათემატიკის ან მეცნიერების წახალისებას ვცდილობთ, მათ არაფერი აქვთ სადარდებელი – ბევერლი მიკინსი
რელიგიურ ადამიანებს რომ უსმინო იფიქრებდი, რომ ღმერთმა შექმნა სხეული, თავი, ფეხები, ხელები.. გენიტალიები კი ეშმაკმა მიატყლეპა – დონ შრადერი
გარყვნილი ადამიანი ის ადამიანია, ვისაც შენზე მეტი სექსი აქვს – ვიქტორ ლოუნესი
სექსი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჭამა და სმა და ჩვენც მადა ისეთივე თავშეკავებულობით თუ ყალბი მოკრძალებულობით უნდა დავიმაყოფილოთ, როგორც სხვებმა – მარკიზ დე სადი
ინტელექტუალური ადამიანი არის ადამიანი, ვინც ერთ რამეს მაინც იპოვის, რაც სექსზე საინტერესოდ ეჩვენება – ალდოს ჰაქსლი
ის ვინც ფიქრობს, რომ გზა მამაკაცის გულისაკენ მის კუჭზე გადის, გეოგრაფიაში მოიკოჭლებს – რობერტ ბირნი
არსებობს სექსზე უკეთესი და უარესი რამეებიც, მაგრამ სექსის მსგავსი მაინც არაფერია – ფილდსი
ლექსის დაწერის შემდგომ დაუფლებული განცდა სექსის შემდგომ განცდებზე უფრო მაგარია და ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს – ანი სექსტონი
ცხოვრება სექსის გარეშე შეიძლება უფრო უსაფრთხო ყოფილიყო, მაგრამ იქნებოდა აუტანლად მოსაწყენი. სექსუალური ინსტიქტი გვაჩვენებს ქალებს ლამაზად, მამაკაცებს ჭკვიანებად და მამაცებად, მიუხედავად იმისა, რომ ამის არაფერი სცხიათ. მოახდინეთ მისი დენატურაცია, ჩაახშვეთ ინსტიქტები, წაართვით კაცობრიობას სექსი და ადამიანური ყოფა დაეცემა ჭიანჭველების ბუდეში არსებულ მძიმე, პროზაულ, აუტანლად მოსაწყენ, იმბეცილური არსებობის დონემდე – ჰენრი ლუის მენკენი