თეგებით ძიება

ბოკერია კალაძეს ივანიშვილის კლოუნს უწოდებს

\'\'ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას აფასებს.


„ეს არის ივანიშვილის ერთ-ერთი „კლოუნის“ მორიგი განცხადება, რომელმაც მაგალითად, 20 ივნისის შემდეგ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისას ხუთჯერ შეცვალა პოზიცია. ჯერ იძახდა, რომ პროპორციული დიდი მონაპოვარიაო. მერე, როცა ივანიშვილმა საზოგადოების მთლიანად გადაგდება სცადა იძახდა, რომ ეს საერთოდ ქვეყანას დაანგრევს და ამიტომ, სწორია, რომ ჩავაგდეთო და მერე, ისევ შეცვალა. ასე რომ მისი სიტყვა არაფერს ნიშნავს, მაგრამ ამ მომენტში ივანიშვილს ჯერ არ აქვს შეგნებული, რომ ასე გაგრძელებას ვერ შეძლებს, იმიტომ, რომ ამას ვერ შეეგუება საზოგადოების უდიდესი ნაწილი. ჩვენი ქვეყნის და ნებისმიერი ნორმალური ქვეყნისთვის მთავარი წესი არის - მთავრობაში შეიძლება იყოს ის, ვისაც აქვს უმრავლესობის მხარდაჭერა“, - განაცხადა ბოკერიამ


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა