თეგებით ძიება

„მოხდა მართლა სასწაული“ - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ე.წ. აგენტების შესახებ კანონის უმრავლესობის მიერ პარლამენტიდან გაწვევას ეხმაურება და ახალგაზრდა თაობას მადლობას უხდის.

„საოცრად ვამაყობ თქვენით, თაობით, რომელსაც მთელი მსოფლიო გულშემატკივრობდა და ელოდებოდა, დაიცავდა თუ არა ქართველი ხალხი ევროპელობას, თუ ურცხვად ჩავყვებოდით მთავრობას რუსულ-აზიურ წყვდიადში და მოხდა მართლა სასწაული, ყველა მოქალაქე, ყველა ახალგაზრდა გადაიქცა თავის თავის პარტიად, რომელსაც არაფრის ახსნა არ დასჭირდა და ზუსტად იცის, თუ როგორ იმოქმედეს და  ისტორიის ფურცლებიდან გამოსული უძლეველი მებრძოლები გახდნენ.

ამერიკელი სენატორები და ევროპარლამენტარები, უკრაინაში სანგარში მჯდომი მებრძოლები კი სუნთქვაშეკრული, გადევნებენ თვალყურს  და ძალიან სასიამოვნოდ განცვიფრებულები არიან. რუსეთის დავალება ვერ შესრულდა, ახლა ფრთხილად უნდა იყოთ ყველანი. ისინი შეეცდებიან შურისძიებას, რათა სათითაოდ დაგიგულონ და შური იძიონ. ამიტომ როგორც არასდროს - ძალა ერთობაშია და ეს ერთობა შესანარჩუნებელია“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა