თეგებით ძიება
17. 11. 2020 მსოფლიო

"ბაიდენი რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი ინქება- კრემლმა წითელი ხაზები არ უნდა გადალახოს...პრეზიდენტი საქართველოს დემოკრატიის განვითარებაშიც დაეხმარება" - ობამას ადმინისტრაციის ყოფილი სამხედრო მაღ

ამერიკის ხმასთან ინტერვიუში პრეზიდენტის ადმინისიტრაციის სავარაუდო პოლიტიკაზე რუსეთთან, ნატოსთნ და საქართველოსთან მიმართებით ობამას მმართველობის დროს თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ეველინ ფარკასმა ისაუბრა.

ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებით, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში უნდა ველოდოთ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის დაგეგმარების ცვლილებას და პარტნიორებთან როგორც უწინ, ისე მჭიდრო და ახლო ურთიერთობების დალაგებას.

რუსეთთან ურთიერთობის ნაწილში ახალი ადმინისტრაციის მიერ სავარაუდო პოლიტიკის გატარების მოლოდინთან დაკავშირებით ფარკასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიმართ მეგობრული ურთიერთობები და დამოკიდებულებები ვერ გაგრძელდება. მისი აზრით, ბაიდენი რუსეთს თანამშრომლობას შესთავაზებს გარკვეულ საკითხებში, თუმცა ძირითად ნაწილში იგი ძალზე მტკიცე იქნება.

„ბაიდენი რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთმა ნატოს წითელი ხაზები არ გადაკვეთოს, იქნება ეს ფიზიკური თუ სხვა ძალის მეთოდებით. რუსეთი ეცდება, ამ ქოლგის ქვეშ ისეთი ქვეყნებიც კი მოაქციოს, როგორიცაა უკრაინა და საქართველო. ვიცით, რომ საქართველოში სიტუაცია ამჟამად ძალზე დაძაბულია“ -განაცხადა ეველინ ფარკასმა



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა