უკრაინის გამარჯვებისთვის ჯერ გვიანი არ არის, დიდი დახმარება გზაშია - იენს სტოლტენბერგი
უკრაინისთვის დახმარება გზაშია, გამარჯვებისთვის გვიანი ჯერ არ არის - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბერლინში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ახლა მათი მოვალეობაა ვალდებულებები იარაღისა და საბრძოლო მასალის რეალურ მიწოდებებად აქციონ.
“ახლა ჩვენი მოვალეობაა - [უკრაინის წინაშე] ეს ვალდებულებები იარაღისა და საბრძოლო მასალის რეალურ მიწოდებებად ვაქციოთ - და სწრაფად გავაკეთოთ ეს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესმა ცოტა ხნის წინ უკრაინის დახმარებისთვის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსება დაამტკიცა, ხოლო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხვა წევრებმა, კერძოდ კი დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნიდერლანდებმა, დახმარების ახალი პაკეტები დააანონსეს.